შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ხელშეწყობა.

სამართალდამცველებმა სამი პირი სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“, „პრეგაბალინი“ და „მარიხუანა“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.