თელავში მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების დროს დედა ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გასაწევად კლინიკაში გადაიყვანეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე, თელავში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.