შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავებიან.
სამართალდამცველებმა გურიის ერთ-ერთ სოფელში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან ოთხ შეკვრად დაფასოებული მეთადონი ამოიღეს. სამინისტროს განცხადებით, ნარკოტიკული საშუალება გასაყიდად იყო გამზადებული.
თბილისში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას კი ნარკოტიკული ნივთიერებების დასაფასოებლად საჭირო მასალები ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.