რეკლამა

რეკლამისა და კომერციული თანამშრომლობის პოლიტიკა. - iNewsLine.ge თანამშრომლობს კომპანიებთან, ორგანიზაციებთან, ბრენდებთან და სხვა დამკვეთებთან სარეკლამო და კომერციული პროექტების ფარგლებში.

რეკლამის განთავსება არ ნიშნავს iNewsLine.ge-ის მიერ რეკლამირებული პროდუქტის, მომსახურების, კომპანიის ან განცხადებაში გამოთქმული მოსაზრების მხარდაჭერას.

რა ტიპის რეკლამის განთავსებაა შესაძლებელი: iNewsLine.ge-ზე შესაძლებელია განთავსდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული რეკლამა, მათ შორის: კომპანიებისა და ბრენდების რეკლამა; პროდუქციისა და მომსახურების რეკლამა;
ბიზნესისა და კომერციული შეთავაზებების რეკლამა;  უძრავი ქონებისა და დეველოპერული პროექტების რეკლამა; ტურიზმის, სასტუმროებისა და კვების ობიექტების რეკლამა;  ავტომობილებისა და ავტოსერვისების რეკლამა;
ტექნიკისა და ელექტრონიკის რეკლამა;  განათლებისა და პროფესიული მომსახურების რეკლამა; კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებების რეკლამა;
სილამაზისა და ესთეტიკური მომსახურების რეკლამა კანონით დაშვებულ ფარგლებში;
სამედიცინო დაწესებულებებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების რეკლამა კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში; ფინანსური მომსახურებისა და სხვა რეგულირებადი საქმიანობის რეკლამა შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნების დაცვით;  ვაკანსიებისა და დასაქმების შესახებ განცხადებები; სოციალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის კამპანიები;
სპონსორირებული სტატიები, ინტერვიუები და ვიდეომასალა; სპეციალური პროექტები და ბრენდირებული კონტენტი.

სარეკლამო ფორმატები. - iNewsLine.ge-ზე კომერციული თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით: ბანერული რეკლამა  სარეკლამო ბანერის განთავსება ვებგვერდზე; სპონსორირებული სტატია  დამკვეთთან კომერციული თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებული სტატია; PR მასალა კომპანიის, პროდუქტის, პროექტის ან ღონისძიების შესახებ კომერციული მასალა; სპონსორირებული ინტერვიუ  კომერციული თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებული ინტერვიუ; ვიდეორეკლამა და ბრენდირებული ვიდეო; სოციალური მედიის რეკლამა - iNewsLine.ge-ის შესაბამის სოციალურ პლატფორმებზე; სპეციალური პროექტი  დამკვეთისთვის ინდივიდუალურად შექმნილი ტექსტური, ფოტო, ვიდეო ან მულტიმედიური კამპანია.

რეკლამის იდენტიფიცირება.

სარეკლამო და სარედაქციო მასალა ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული. კომერციული მასალის შემთხვევაში iNewsLine.ge-ს შეუძლია გამოიყენოს შესაბამისი აღნიშვნა, მაგალითად: „რეკლამა“ „სპონსორირებული მასალა“ „კომერციული მასალა“
„პარტნიორის მასალა“ - დამკვეთს არ შეუძლია მოითხოვოს ისეთი სარეკლამო მასალის გამოქვეყნება, რომელიც შეგნებულად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება ან სარედაქციო მასალაა.

რა რეკლამას არ ვათავსებთ

iNewsLine.ge არ განათავსებს: საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ რეკლამას; თამბაქოს ნაწარმის, ელექტრონული სიგარეტის, შესაბამისი მოწყობილობებისა და სხვა კანონით აკრძალული თამბაქოს პროდუქციის რეკლამას; აზარტული თამაშებისა და შესაბამისი ორგანიზატორების რეკლამას, გარდა კანონით პირდაპირ დაშვებული შემთხვევებისა; ნარკოტიკული ან სხვა უკანონო ნივთიერებების რეკლამას; უკანონო იარაღის ან სხვა აკრძალული პროდუქციის რეკლამას; სექსუალური მომსახურების ან კანონით აკრძალული სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამას; თაღლითური ფინანსური სქემების ან მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი შეთავაზებების რეკლამას;  ისეთი სამედიცინო ან ჯანმრთელობის რეკლამას, რომელიც შეიცავს კანონით დაუშვებელ ან დაუსაბუთებელ სამკურნალო დაპირებებს; ყალბ პროდუქტს ან მომსახურებას;

რეკლამას, რომელიც შეგნებულად შეიცავს არსებითად მცდარ ინფორმაციას;

ძალადობისკენ, დისკრიმინაციისკენ ან უკანონო საქმიანობისკენ პირდაპირ მოწოდებას;

არასრულწლოვანთა ინტერესებისა და უსაფრთხოების დამაზიანებელ რეკლამას.

ალკოჰოლური პროდუქცია.

ალკოჰოლური სასმელის რეკლამა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების დაცვით.

ასეთი რეკლამა არ უნდა იყოს უშუალოდ არასრულწლოვანებისკენ მიმართული, არ უნდა წარმოაჩენდეს ალკოჰოლს ჯანმრთელობის გაუმჯობესების საშუალებად და არ უნდა ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ მისი მოხმარება აუცილებელია სოციალური, პროფესიული, ფიზიკური ან სხვა წარმატების მისაღწევად.

ჯანმრთელობა და სამედიცინო რეკლამა.

ჯანმრთელობის, სამედიცინო მომსახურების, ფარმაცევტული პროდუქტისა და შესაბამისი სფეროების რეკლამა მიიღება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში.

დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული სამედიცინო და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის სისწორეზე, კანონიერებაზე და საჭირო ნებართვების არსებობაზე.

iNewsLine.ge უფლებამოსილია მოითხოვოს რეკლამაში გამოყენებული მნიშვნელოვანი სამედიცინო ან ეფექტურობის შესახებ განცხადების დამადასტურებელი ინფორმაცია.

არასრულწლოვანთა დაცვა.

რეკლამამ არ უნდა გამოიყენოს არასრულწლოვნის გამოუცდელობა ან ნდობა, არ უნდა უბიძგოს მას სახიფათო ქმედებისკენ და არ უნდა შეიცავდეს არასრულწლოვნისთვის შეუსაბამო პროდუქტის შეძენის პირდაპირ მოწოდებას.

შეცდომაში შემყვანი რეკლამა.

დაუშვებელია რეკლამა, რომელიც მომხმარებელს არსებითად მცდარ წარმოდგენას უქმნის პროდუქტის ან მომსახურების თვისებების, ფასის, წარმომავლობის, შედეგის ან სხვა მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ.

დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ iNewsLine.ge-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის, დოკუმენტაციის, ფოტოებისა და სხვა სარეკლამო მასალის ნამდვილობასა და კანონიერებაზე.

საავტორო უფლებები.

დამკვეთი ადასტურებს, რომ ფლობს რეკლამაში გამოყენებული ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, მუსიკის, ლოგოსაც და სხვა მასალის გამოყენებისთვის საჭირო უფლებებს ან შესაბამის ნებართვას.

სარედაქციო დამოუკიდებლობა.

რეკლამის შეძენა არ აძლევს დამკვეთს iNewsLine.ge-ის დამოუკიდებელი სარედაქციო საქმიანობის კონტროლის უფლებას.

კომერციული თანამშრომლობა არ წარმოადგენს გარანტიას, რომ დამკვეთის შესახებ მომავალში გამოქვეყნდება მხოლოდ დადებითი ინფორმაცია.

რეკლამის მიღებაზე უარის უფლება.

iNewsLine.ge იტოვებს უფლებას უარი თქვას კონკრეტული რეკლამის ან კომერციული მასალის გამოქვეყნებაზე, მათ შორის მაშინ, როდესაც მასალა: ეწინააღმდეგება კანონმდებლობას; შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს აუდიტორია; ეწინააღმდეგება სააგენტოს სარედაქციო სტანდარტებს; შეიძლება დააზიანოს არასრულწლოვანთა ინტერესები; ან მისი გამოქვეყნება ქმნის მნიშვნელოვან სამართლებრივ ან რეპუტაციულ რისკს. iNewsLine.ge - მოვლენათა ეპიცენტრში!