ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცი ავტომობილით გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის 49 შეკვრა ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC).

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.