საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და Paris Saint-Germain-ის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა.

გამოცემის შეფასებით, ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც 2025-2026 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა პარიზული კლუბის მიერ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მოგებაში. GQ-ს რედაქცია აღნიშნავს, რომ ის თანამედროვე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

 „2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია PSG-ის ევროპული ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ქართველი დღეს ეროვნული სიამაყე და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა“, - წერს გამოცემა GQ France.