ოკუპირებული აფხაზეთის ტყვარჩელის რაიონში სამართალდამცველებმა ადგილობრივ მცხოვრებს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოუღეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მამაკაცს აღმოუჩინეს და ამოუღეს მეტადონი, ბუპრენორფინი და პრეგაბალინის შემცველი 100-ზე მეტი კაფსულა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.