შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციის ხელშეწყობასა და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ედავებიან
უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ასევე სხვა ნივთმტკიცებები ამოიღო
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული დანაშაულებისთვის კანონმდებლობა 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.