ხაშურში კვადროციკლის ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ადგილობრივ მცხოვრებს კვადროციკლი მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულს 15 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს, მოპარული კვადროციკლი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.