სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებები პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში განახორციელეს.
სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს **სამი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 162 ვაზნა და მჭიდები.**
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.