ნიუ-იორკში, ბრუკლინის Sunset Park-ის უბანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა.

შემთხვევა 5 ნოემბერს, გამთენიისას, 58-ე ქუჩაზე მოხდა. ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა და მოგვიანებით მეზობელ შენობაზეც გავრცელდა.

ადგილზე 230-ზე მეტი მეხანძრე და საგანგებო სამსახურის თანამშრომელი იყო მობილიზებული. ხანძრის ჩაქრობას დაახლოებით სამი საათი დასჭირდა.

დაშავებულებს შორის სამი მეხანძრე და ორი პოლიციელია.

გამომძიებლები ხანძრის გამომწვევ მიზეზს ადგენენ. შემთხვევის ადგილზე ლითიუმ-იონური ელემენტები აღმოაჩინეს, თუმცა მათი კავშირი ხანძრის გაჩენასთან ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია 6 ნოემბერს გავრცელდა.