ჰონგ-კონგთან, Shek Kwu Chau-ს ხელოვნურ კუნძულზე მდებარე ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლის გაჩენის შემდეგ ტერიტორიიდან სქელი შავი კვამლი ამოდიოდა, რომელიც კუნძულიდან მოშორებითაც ჩანდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის მასშტაბის გამო საგანგებო სამსახურებმა გაძლიერებული რეაგირება დაიწყეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები და ობიექტისთვის მიყენებული ზიანი გამოძიების საგანია.

ადგილობრივი გამოცემა HK01-ის ცნობით, კუნძულიდან 800-ზე მეტი მუშა ნავებით გაიყვანეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ, რომელიც საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. ოფიციალური პირველადი განცხადება დაშავებულებს არ ადასტურებდა.