თურქეთში, იზმირის პროვინციის ქალაქ ალიაღაში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა.

შემთხვევა 9 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, HABAŞ-ის ქარხანაში მოხდა.

იზმირის გუბერნატორის ინფორმაციით, წინასწარი ვარაუდით, თხევადი ფოლადის ჩამოსხმისას ამწე მოწყობილობა მოწყდა და ღუმელში ჩავარდა, რასაც ძლიერი აფეთქება და ხანძარი მოჰყვა.

მაშველები ნანგრევებში კიდევ 8 მუშას ეძებენ. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.