კენიაში მშენებარე შენობის ჩამონგრევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლაკენიაში, დედაქალაქ ნაირობის მახლობლად, მშენებარე შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
შემთხვევა 13 ნოემბერს, სიოკიმაუს რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რვასართულიანი შენობის ზედა ნაწილი ჩამოინგრა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
მომხდარის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გარემოებებს იკვლევენ.
ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით საერთაშორისო სააგენტო Reuters ავრცელებს.