რუსეთში, კალმიკეთის რესპუბლიკაში, სამი ავტომობილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 13 ნოემბერს, ღამის საათებში, R-22 „კასპიის“ მაგისტრალზე მოხდა.
ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი, DAF და Mercedes, ასევე Volkswagen-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
გავრცელებული ცნობით, შეჯახების შედეგად DAF-ის სატვირთოს მძღოლი დაიღუპა, ხოლო მსუბუქ ავტომობილში მყოფი დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
ინფორმაციას რუსული გამოცემა Incidentia ავრცელებს.