ჩინეთი და აშშ 30 მილიარდი დოლარის ღირებულების არასენსიტიურ საქონელზე ტარიფების ორმხრივ შემცირებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შედგა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 
თეთრი სახლის განცხადებით, შეღავათიანი სატარიფო რეჟიმი თითოეული მხრიდან 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელს შეეხება. აშშ ის მხრიდან ჩამონათვალში შედის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხის ნაწარმი და კოსმეტიკა, ხოლო ჩინეთის მხრიდან მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სათამაშოები და დეკორაციები. Reuters
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ სავაჭრო საბჭოს შექმნასა და კუალა ლუმპურში გამართული წინა მოლაპარაკებების შედეგების გაგრძელებაზე. 
აშშ და ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის საკითხებზეც დაიწყებენ დიალოგს. მხარეები ტექნოლოგიის რისკებსა და სარგებელზე იმსჯელებენ, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი კი ნოემბერშია დაგეგმილი. ასევე შეთანხმდნენ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ინციდენტებისთვის საკომუნიკაციო არხის შექმნაზე. Reuters
შეთანხმებას წინ უძღოდა აშშ სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ზავის გახანგრძლივება. Reuters ის ინფორმაციით, მხარეებმა ზავის მოქმედება ორი თვით გააგრძელეს, რათა უფრო ფართომასშტაბიან სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობისთვის დამატებითი დრო ჰქონდეთ.