არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფუჯაირას ემირატში, მასშტაბურ ავტოსაგზაო შემთხვევას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მართვა დაკარგა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს შეეჯახა. ავარიაში სულ 23 ავტომობილი აღმოჩნდა ჩართული.
ძლიერ შეჯახებას ხანძარი მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ფუჯაირას პოლიციამ მომხდარის გარემოებების შესწავლა დაიწყო.
ინფორმაცია 12 ნოემბერს გავრცელდა. ტრაგედიის შესახებ Reuters და არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAM იუწყებიან.