იტალიაში, სიცილიის რეგიონში, 4 ნოემბერს, დილით, A18 მესინა - კატანიის ავტომაგისტრალზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ჯარესა და ფიუმეფრედოს შორის მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს მძიმე კონსტრუქციის ნაწილი მოსძვრა და მის უკან მოძრავ მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შეჯახების შედეგად ავტომობილი გზიდან გადავარდა და ფერდობზე აღმოჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სამაშველო ოპერაციაში ორი ვერტმფრენიც მონაწილეობდა.
ავარიის გამო ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდა. მომხდარის ზუსტ გარემოებებს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.