„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 4 ნოემბერს საქართველოს რამდენიმე რეგიონში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები დაგეგმილ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განსხვავებული გრაფიკით განხორციელდება.

მცხეთის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 19:00 საათამდე შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება მუხათწყაროს, მსხალდიდის, ლისის, თხინვალისა და სხვა დასახლებების ნაწილს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის ხანმოკლე შეწყვეტა 11:35-დან 11:40 საათამდე და 17:00-დან 17:05 საათამდეა დაგეგმილი. შეზღუდვა შეეხება ფასანაურის, ჭართლისა და მიმდებარე სოფლების ნაწილს.

გურიის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებშიც. სამუშაოები სხვადასხვა ტერიტორიაზე 11:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში ჩატარდება.

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად აღდგება.

მოქალაქეებს კონკრეტული მისამართებისა და გათიშვის დროის გადამოწმება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოფიციალური საინფორმაციო არხებით შეუძლიათ.