სირიაში, ჰომსის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, როდესაც ის მასიაფის ხიდზე გადაადგილდებოდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ტერიტორია შემოსაზღვრეს და გამოძიება დაიწყეს. ამ დროისთვის თავდამსხმელების ვინაობა და დანაშაულის მოტივი უცნობია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.