თბილისი–მარნეულის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მარაბდის მონაკვეთზე მოხდა, სადაც ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.