საფრანგეთის ქალაქ ფუას ცენტრში, 10 ნოემბერს, გამთენიისას, ხანძრის შედეგად ორი ავტომობილი დაიწვა, მესამე კი დაზიანდა.

შემთხვევა დაახლოებით 02:50 საათზე, ლაკანალის გამზირზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარს ძლიერი ხმები მოჰყვა, რამაც ახლომდებარე სახლების მცხოვრებლები გააღვიძა.

ცეცხლი თავდაპირველად ერთ ავტომობილს გაუჩნდა, შემდეგ კი მეორეზე გავრცელდა. კვამლმა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია.

სამი ადამიანი სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე 18 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.