ჩინეთმა გიგანტური მცურავი სამეცნიერო პლატფორმის მშენებლობის პროექტი ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ხელოვნური კუნძული, რომლის ზომებიც ავიამზიდს უტოლდება, ოკეანის სიღრმეების შესასწავლად და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში კვლევების ჩასატარებლად იქნება განკუთვნილი.

South China Morning Post-ის ინფორმაციით, 28 ოქტომბერს შანხაის ძიაო ტუნის უნივერსიტეტმა გემთმშენებელ კომპანიასთან 2,7 მილიარდ იუანზე მეტი ღირებულების, დაახლოებით 405 მილიონი დოლარის კონტრაქტი გააფორმა.

პროექტი მსოფლიოში პირველ ამ ტიპის მობილურ, თვითუზრუნველყოფილ ხელოვნურ კუნძულად არის წარმოდგენილი.