სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში, ტაქსების სადგომებთან მომხდარი ორი ცალკეული სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
პირველი შემთხვევა დილით, დაახლოებით 05:10 საათზე, დელფტის რაიონში, Palm-ის ტაქსების სადგომთან მოხდა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მეორე სროლა იმავე დღეს, შუადღის შემდეგ, მეიტლენდის რაიონში, რკინიგზის სადგურთან მდებარე ტაქსების სადგომზე მოხდა. დაიღუპა კიდევ ორი მამაკაცი, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევა შესაძლოა ტაქსების ბიზნესში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. სამართალდამცველები მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეებს იძიებენ.
დასავლეთ კეიპის პროვინციის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ძალადობის მიზეზი შესაძლოა ტაქსების მარშრუტებისა და ბაზარზე კონტროლის გამო არსებული დავა იყოს.
მომხდარს სამხრეთ აფრიკის ტაქსების ეროვნულმა საბჭომაც გამოეხმაურა და ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა.