გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერი, რომელიც გაჩერებას აპირებდა, გზის სათადარიგო ზოლში მდგარ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს. დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.