კოტ-დ ივუარის ქალაქ უმეში, ზინტას უბანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ოჯახის ხუთი წევრი ემსხვერპლა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო AIP-ის ცნობით, შემთხვევა 23 ოქტომბერს, ღამის დაახლოებით 02:00 საათზე მოხდა.

ხანძრის შედეგად დაიღუპნენ ცოლ-ქმარი და მათი სამი შვილი, 3, 5 და 7 წლის ბავშვები.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს სწრაფად მოედო და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ჟანდარმერია მივიდნენ.

სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.