გურიაში პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, მისი ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით „მეთადონი“ და „ამფეტამინი“ ამოიღეს.
პოლიციის ცნობით, ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.