იორდანიაში, კარაკის პროვინციაში მდებარე ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა.

შემთხვევა 23 ოქტომბერს, დაკრძალვის ცერემონიის დროს მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა ეკლესიასთან შეკრებილი ადამიანების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

თავდასხმა დედაქალაქ ამანიდან დაახლოებით 180 კილომეტრში მდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

იორდანიის ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. სამართალდამცველები თავდამსხმელებს ეძებენ და შემთხვევის გარემოებებს იკვლევენ.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.