თბილისში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, რომელსაც 136 000 ლარამდე თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქეს თავი უცხოური კომპანიის ოფიციალურ დისტრიბუტორად გააცნო და გათბობის სისტემის სრული კომპლექტის შეძენაში დახმარება შესთავაზა.

დაზარალებულმა მას დიდი ოდენობით თანხა ჩაურიცხა, თუმცა, გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა შეთანხმება არ შეასრულა, თანხას მოტყუებით დაეუფლა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.