საქართველოს საზღვარზე დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ავტომობილის შემოწმებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 8 მჭიდი და ვაზნები აღმოაჩინეს.
ავტომობილის დეტალური დათვალიერება სპეციალური სკანერის გამოყენებით განხორციელდა. ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად არის დართული საქმეზე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 214-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.