გერმანიაში, ბავარიის ალპებში მდებარე ისტორიულ შენობა „არწივის ბუდეში“ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევა 23 ოქტომბერს, გვიან საღამოს მოხდა. ცეცხლის ჩაქრობაში დაახლოებით 200 მეხანძრე მონაწილეობდა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილის სიახლოვეს ერთი პირი დააკავა. გამოძიება ადგენს, უკავშირდება თუ არა დაკავებული ხანძრის გაჩენას. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
1938 წელს აშენებული შენობა ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნების სტუმრებისთვის გამოიყენებოდა. დღეს ის ისტორიული ძეგლია და ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს.