ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში კუსტარულ პირობებში ამზადებდა ცნობილი ქართული ბრენდების სახელით ფალსიფიცირებულ პროდუქციას.
გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სულ 97 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი.
საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.