ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი დაბა ცანდრიფშში (იგივე განთიადი,-რედ) იპოვეს უკრაინის მიერ სოჭზე მიტანილი იერიშის დროს ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. 

სოჭზე დრონებით იერიში უკრაინამ 11 ოქტომბერს მიიტანა. სხვათა შორის, სოჭი ამ დღეების ერთადერთი სამიზნე არ ყოფილა: გალის რამდენიმე პორტალმა გაავრცელა ზღვის სანაპიროდან გადაღებული ვიდეო, სადაც ძლიერი დაკვამლიანება ჩანდა და დაიწერა, რომ ეს კვამლი ოჩამჩირისკენ გაშვებული დრონის ჩამოგდების შედეგად გაჩნდა, ხოლო ე.წ.-მა თავდაცვის სამინისტრომ 12 ოქტომბერს დრონების ჩამოგდების/მოგერიების სწავლება დაიწყო და მოსახლეობა გააფრთხილა, არ აჰყოლოდნენ პანიკას, თუკი სროლისა და აფეთქებების ხმებს გაიგონებდნენ.