ვორონეჟში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) ქალი დააკავა, რომელსაც, სავარაუდოდ, „ბალტიმორის“ აეროდრომზე დრონებით თავდასხმა ჰქონდა დაგეგმილი. ოპერაციაში გამნაღმველებიც ჩართეს.
როგორც სახელმწიფო სააგენტო ТАСС-ი ФСБ-ზე დაყრდნობით იუწყება, ვორონეჟში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ქალი, რომელიც, უწყების მტკიცებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) დავალებით „ბალტიმორის“ აეროდრომზე დრონებით თავდასხმას ამზადებდა.
რუსი ძალოვნების განცხადებით, ქალი უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა 2022 წელს გადაიბირა, როდესაც ის უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
მათი მტკიცებით, ქალმა ნაქირავებ შენობაში უპილოტო საფრენი აპარატების ცხრა კომპლექტი გადაიტანა, რომელთაგან თითოეული 500 გრამ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდა.
ФСБ-ის განცხადებით, დრონები ინტერნეტის საშუალებით, უკრაინიდან მართულ ოპერატორებს უნდა ემართათ.