ტრამპის ახალი ინიციატივა - ვინც სახელმწიფო ფულის დატაცებას გამოავლენს, საერთო თანხის 1% - მიიღებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო პროგრამებში ფინანსური თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ინიციატივა წარადგინა. პროგრამა მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და მამხილებლების ფულად წახალისებას ითვალისწინებს. ტრამპის განცხადებით, თაღლითობის გამოვლენის სანაცვლოდ ინფორმაციის მიმწოდებლებმა შესაძლოა გამოვლენილი თანხის 1% მიიღონ. ინიციატივისთვის აშშ-ის ხელისუფლებამ 25 მილიონი დოლარი გამოყო.
20 ოქტომბერს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად თაღლითობის მამხილებელთა წახალისების ახალი პროგრამის - Fraud Whistleblower Incentive Program (WHIP) - ამოქმედება გამოაცხადა.
შესაბამისად, თუ მამხილებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 1 მილიონი დოლარის თაღლითობა გამოვლინდება, 1%-იანი ანაზღაურება 10 ათასი დოლარი იქნება. 100 მილიონი დოლარის შემთხვევაში - 1 მილიონი დოლარი, ხოლო მილიარდიანი თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში შესაძლო ჯილდო 10 მილიონ დოლარს მიაღწევს.