რუსეთის ქალაქ სოჭისა და კრასნოდარის მხარეში 8 ოქტომბრის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. სოჩის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენების მიღება და გაშვება 00:30 საათზე დროებით შეზღუდა. შეზღუდვა 01:26 საათზე მოიხსნა.
კრასნოდარში ადგილობრივებმა აფეთქებების ხმა გაიგონეს. ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის მოგერიება მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის 8 ოქტომბრის ღამეს უშუალოდ სოჭში დრონის მოხვედრა ან ახალი მსხვერპლი დადასტურებული არ არის.