პორტუგალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ცნობების თანახმად, ფეხბურთელის უკმაყოფილება მწვრთნელის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია, რასაც მისი დის, ელმა ავეირუს, მწვავე განცხადებაც მოჰყვა.გავრცელებული ინფორმაციით, რონალდო ნორვეგიასთან შეხვედრაში არ ათამაშეს, მოგვიანებით კი მას აცნობეს, რომ შესაძლოა, დანიასთან მატჩშიც არ მიეღო მონაწილეობა. ამის შემდეგ ფეხბურთელმა კოპენჰაგენში ნაკრების განლაგება დატოვა.პორტუგალიური გამოცემები იუწყებიან, რომ 41 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა და გულშემატკივრებს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე მოგვიანებით მოუყვება. განსაკუთრებული ყურადღება რონალდოს დის, ელმა ავეირუს, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა განცხადებამ მიიპყრო. გავრცელებული ტექსტის მიხედვით, მან ძმის მიმართ დამოკიდებულება გააკრიტიკა და უკმაყოფილება გამოხატა როგორც ნაკრების ორგანიზების, ისე პორტუგალიური მედიის მისამართით.ელმა ავეირუს განცხადებით, კრიშტიანო გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებს. მან პორტუგალიელი გულშემატკივრების ნაწილიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი ძმის წვლილი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში სათანადოდ არ ფასდება.თუ რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, ეს პორტუგალიური ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ფეხბურთელი წლების განმავლობაში ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და საერთაშორისო ფეხბურთის რეკორდსმენია.