უოლ-სტრიტზე ისტორიულ გარიგებას ელოდებიან.ილონ მასკის ორი ტექნოლოგიური გიგანტი, Tesla და SpaceX, შესაძლოა ერთ კომპანიად გაერთიანდეს.უოლ-სტრიტის ბევრი ანალიტიკოსი შერწყმას თითქმის გარდაუვლად მიიჩნევს, თუმცა კომპანიების ღირებულებასა და გარიგების პირობებზე აზრები იყოფა. 

მასკი აცხადებს, რომ გაერთიანებას მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საკითხს ორივე კომპანიის სპეციალური კომიტეტები განიხილავენ.

ანალიტიკოსების შეფასებით, გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის, ავტონომიური ტექნოლოგიებისა და კოსმოსური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

ამჟამად Tesla-ს საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1.5 ტრილიონი დოლარია. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ გაერთიანების შემთხვევაში Tesla-ს აქციონერებმა შესაძლოა 20-35%-იანი პრემია მოითხოვონ, თუმცა სხვა ანალიტიკოსები დამატებით ანაზღაურებას აუცილებლობად არ მიიჩნევენ.

გარიგების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება აქციონერების თანხმობაა. მასკი SpaceX-ში ხმის უფლების დაახლოებით 85%-ს აკონტროლებს, Tesla-ში კი დაახლოებით 20%-ს.

შერწყმა ოფიციალურად შეთანხმებული არ არის. Tesla-ს აქციონერთა ყოველწლიური შეხვედრა 3 დეკემბერს გაიმართება და მანამდე შესაძლოა მოლაპარაკებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გახდეს ცნობილი.