ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო.
დოკუმენტში საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვებაა.
დოკუმენტი ასევე გმობს რუსეთის ქმედებებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ანექსიისკენ არის მიმართული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ წარადგინა. საქართველო ამ დოკუმენტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2027 წლიდან ყოველწლიურად წარუდგენს.