გამართულ ევროკავშირის სამიტზე ლიდერებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას 2028-2034 წლების მრავალწლიან ბიუჯეტზე. უთანხმოება განსაკუთრებით მწვავეა დაფინანსების მოცულობისა და თანხების განაწილების საკითხებში.

სიტუაციას ართულებს უკრაინის ფინანსური დახმარების საჭიროება, აშშ-სთან ურთიერთობების ცვლილება, რუსეთისგან მომდინარე უსაფრთხოების საფრთხეები და ჩინეთთან ეკონომიკური კონკურენცია.

გამოცემის შეფასებით, დამატებით პრობლემას ქმნის საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში მოსალოდნელი არჩევნები, რომლებმაც შესაძლოა ევროკავშირის საერთო პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გარე ძალები ევროკავშირის შიგნით განხეთქილების გაღრმავებით არიან დაინტერესებული.

ბრიუსელში კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საბიუჯეტო საკითხებზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხერხდება წევრ ქვეყნებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევა.

მიუხედავად მწვავე პოლიტიკური წინააღმდეგობებისა, ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობა არ შეჩერებულა. საუბარია სამომავლო პოლიტიკური პარალიზების რისკზე და არა უკვე მომხდარ ფაქტზე.