კახეთის პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით თანხა და პირადი დოკუმენტები მოიპარა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.