შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციის ხელშეწყობასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანა-კულტივირებას ედავებიან.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე ავტომობილში, საცხოვრებელი სახლის ეზოსა და დროებით სარგებლობაში არსებულ ფერმაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის მარიხუანა და კანაფის მცენარეები.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მასალებიც.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.