აშშ-ის პენსილვანიის შტატში გახშირებული სარკინიგზო ავარიების გამო ოფიციალური განმარტებები მოითხოვეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბლერის ოლქში 2026 წლის თებერვლიდან სულ მცირე ოთხი სარკინიგზო შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო ავარია 23 ოქტომბერს მოხდა, როდესაც სატვირთო მატარებლის 11 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.

განმეორებითმა შემთხვევებმა სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

აშშ-ის კონგრესის წევრი ჯონ ჯოისი შესაბამისი უწყებებისგან მომხდარი ავარიების მიზეზების დადგენასა და უსაფრთხოების ზომების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.

კონგრესმენი დაინტერესებულია, რა გახდა სარკინიგზო შემთხვევების გახშირების მიზეზი და რა ნაბიჯები გადაიდგმება მსგავსი ავარიების თავიდან ასაცილებლად.

ამ დროისთვის ბოლო შემთხვევის გამომწვევი მიზეზის შესახებ საბოლოო დასკვნა ცნობილი არ არის.