შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს.
შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებები სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით ჩატარდა.
ქვეყნიდან გაძევებულ პირებს შორის არიან თურქმენეთის, პაკისტანის, თურქეთის, კუბის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ლიბანის, იორდანიის, ნიგერიის, ტაილანდის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეთიოპიის, ერაყის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ჯამში 98 უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვაც დაუწესდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის განმავლობაში საქართველოდან უკვე 3 500-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა გაძევებული.