შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევა.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიებები სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით ჩატარდა.
გაძევებულთა შორის არიან პაკისტანის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ერაყის, ინდოეთის, ლიბანის, მაროკოს, ნიგერიის, სომხეთის, თურქეთის, ბურუნდის, ვიეტნამის, კენიის, იორდანიის, ნეპალის, უგანდისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
შსს-ს ცნობით, ყველა გაძევებულ პირს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში ხელახლა შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა.