ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ თორსა-დღვებაში, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერებმა აკრძალული საშუალების გამოყენებით სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვეს.
უწყების განმარტებით, ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თევზჭერის მსგავსი მეთოდი საფრთხეს უქმნის როგორც წყლის ბიომრავალფეროვნებას, ისე ადამიანების ჯანმრთელობას.