მიზერული ჰონორარები, არანაირი სათანადო უსაფრთხოების ზომები, არასათანადო პირობები და სრული უყურადღებობა - ამ და სხვა ჩამონათვალთან ერთად მომღერალი თამთა ჭელიძე კულტურის სამინისტროსა და "შემოქმედებით საქართველოს" მიმართავს და უყურადღებობაში ადანაშაულებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც, მისი თქმით, საკუთარი, არავისგან ნაჩუქარი ისტორია აქვთ:

"მივმართავ საქართველოს კულტურის სამინისტროს და ორგანიზაცია, „შემოქმედებით  საქართველოს“!
მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დაისვას კითხვა: რა დამოკიდებულება გაქვთ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს სახელს, კულტურასა და მუსიკას ემსახურებიან?
თქვენს მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე სამწუხაროდ, მომღერლების მიმართ დამოკიდებულება, რომელსაც უკვე მერამდენე წელია ვხედავ და ხმას არ ვიღებ იმის მოლოდინოთ რომ უველაფერი გამოსწორდება …, არის უპატივცემულო და მიუღებელი. მიზერული ჰონორარები, არანაირი სათანადო უსაფრთხოების ზომები, არასათანადო პირობები და სრული უყურადღებობა იმ ადამიანების მიმართ, რომელთა პროფესიული საქმიანობაც სწორედ ამ ქვეყნის კულტურის წარმოჩენას ემსახურება.
მომღერალი არ არის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ სცენაზე გამოიყვან სიმღერას ამღერებ და შემდეგ დაივიწყებ .მომღერალი არის პროფესიონალი, რომლის უკან დგას წლები შრომის, გამოცდილების, შემოქმედებითი გზის, საკუთარი ისტორიისა და იმ აუდიტორიის, რომელსაც მან საკუთარი ხელოვნებით თავი დაამახსოვრა.
საქართველო დგას კულტურაზე, ხელოვნებაზე, მუსიკასა და სიმღერაზე! ჩვენი სიმღერით იცნობენ საქართველოს, ჩვენი ხელოვნებით ვყვებით ჩვენს ისტორიას და ჩვენი შემოქმედებით ვქმნით იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომლითაც ქვეყანა ამაყობს.
და სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მტკივნეული, როდესაც კულტურის სფეროზე პასუხისმგებელი უწყებები თავად არ სცემენ პატივს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს.
ჩვენ, მომღერლებს, ბევრს გვაქვს საკუთარი ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში შევქმენით. ეს ისტორია არავის უჩუქებია ჩვენთვის — ის შრომით, ბრძოლით, კონკურსებით სცენაზე გატარებული წლებითა და უამრავი სირთულის გადალახვით მოვიტანეთ დღემდე.უშუქობის, შიმშილის, სიცივის,მეტროში საათობით ჩარჩენილი თაობა,რომელიც   ვოკალის და ცეკვის გაკვეთილებზე დავდიოდით, რომ ხარისხინები ვყოფილიყავით და ხარისხიანი პროდუქტი  შეგვეთავაზებინა მსმენელისთვის სტუდიაში ვსღამებდით და ვათენებდით და მერე იქვე მეგობართან უნდა დარჩენილიყავი რადგან სახლში ვერ წახვიდოდი… მაშინ ხო კარგი იყო წამოწოლილები ჩვენს სიმღერებზე რომ იზრდებოდით!!! 
თუ ჩვენ აღარ გჭირდებით, თუ ჩვენი გამოცდილება და შემოქმედება თქვენთვის საინტერესო არ არის, მაშინ ის მაინც გააკეთეთ ,რაც კულტურის სამინისტროსა და კულტურის განვითარებაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას პირდაპირი მოვალეობაა — დაეხმარეთ ახალ თაობას! მიეცით ახალგაზრდა მომღერლებსა და მუსიკოსებს შესაძლებლობა, შექმნან საკუთარი ისტორია, განვითარდნენ, იპოვონ საკუთარი ადგილი და ღირსეულად წარმოაჩინონ ქართული მუსიკა.
ჩვენ არ ვითხოვთ მოწყალებას. ჩვენ ვითხოვთ პროფესიულ პატივისცემას, სამართლიან ანაზღაურებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც კულტურის სფეროს მართვას ახლავს.
კულტურა მხოლოდ სიტყვებით, ლამაზი ღონისძიებების ორგანიზებით არ შენდება. კულტურა პირველ რიგში იმ ადამიანებზე ზრუნვით შენდება, რომლებიც მას ქმნიან!
მეც ნაცი ვარ? !!!!თუ რას დამაბრალებთ!
ხო ერთი პატარა ბოთლი წყალიც,რომ არ გვხვდება ეს კიდე ცალკე სირცხვილი..
და ყინვაში ცხელი ჩაი მაინც …ასეთი ღონისძიებების ჩატარებას ჯობია საერთოდ არ იყოს…ეხლა ჯობია დასხდეთ და გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ! და გამოასწოროთ ეს სიტუაცია უკეთესობისკენ ოღონდ მართლა უკეთესობისკენ ცოტა კი არა!!!!!
ამის შანსი ნამდვილად გაქვთ ! 
თუ არა და უარესი და უარესი იქნება…
საქართველოს კულტურის სამინისტრო!
შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia!", - წერს თამთა ჭელიძე.