TV პირველთან საუბარში საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა დამატებითი კომენტარი გააკეთა თავის ფეისბუქ-პოსტთან დაკავშირებით, სადაც ის კულტურის ყოფილ მინისტრს თიკა რუხაძეს ამხელდა და დაამატა, რომ საქართველოს არასდროს ჰყოლია მისი მსგავსი, უკულტურო მინისტრი, ხოლო მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ იცის, რატომ სძულდა მდინარაძეს. 

ოქიტაშვილის თქმით, ამდენ ხანს იმიტომ იყო ჩუმად, რომ ადამიანებს უფრთხილდებოდა, რომლებიც შესაძლოა, უსამსახუროდ დარჩენილიყვნენ:

რამოდენიმე დღეა მე ეს ყველაფერი გავიგე, აქამდე იმიტომ ვიყავი გაჩუმებული, რომ მე ამ ადამიანებს ვუფრთხილდებოდი, რადგან დარჩებოდნენ უსამსახუროდ და რას უზამდნენ იცით თქვენ. მსგავსი კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს - უკულტურო. ბატონ მამუკას რატომ ვძულდი არ ვიცი, ეგ მაგათი სიტყვებია. აბა მე მკითხონ, როგორ მიყვარდნენ. ადამიანი როდესაც არის მოღალატე და გუნდს უღალატებ, ღალატი არის ყველაზე საშინელი", - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

ოქიტაშვილი "პრიველებს" უყვება, რომ მისი კულტურის პალატა სამი წლის განმავლობაში ფაქტობრივად დაკეტილი იყო, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობდა. "ამას ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობდი, ველოდებოდი პასუხს" - აცხადებს ოქიტაშვილი.

"როდესაც ის მინისტრი იყო, მე ვუთვლიდი, მითხარი რა დავაშავე. მზად ვარ მოვიდე, გავცე პასუხი კითხვებს. მას არ ჰქონდა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი. სამი წელი მე ყველაფრისგან იზოლაციაში ვიყავი. კულტურის პალატა დაკეტილი იყო, არ მუშაობდა. ამას ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობდი, ველოდებოდი პასუხს.

2016 წელს გავიცანი ბატონი მამუკა მდინარაძე. რა ვიცი, მაგი თუ იყო მაგ ქალის უკან, არ ვიცოდი. ეხლა მითხრეს, რამოდენიმე დღის წინ. რაც მალე გაიწმინდება კულტურის სამინისტრო თიკა რუხაძის მიერ ჩაბუდებული კრიმინალი კადრებისგან, ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ, რომ მთელი ქართული კულტურა ამოისუნთქებს. ვერასოდეს მე ეგ პასუხს ვერ გამცემს. მე კი არა საქართველოს მოსახლეობას გასცეს პასუხი და იმ კულტურის მუშაკებს, რომელთა მიმართაც იყო ძალიან აგრესიული", - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.