თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 6 და 7 ნოემბერს საერთაშორისო საცეკვაო წარმოდგენას „სევდა მოვა მოგვიანებით“ (Delay the Sadness) მასპინძლობს.

თანამედროვე ცეკვის სპექტაკლი ცნობილი ქორეოგრაფის, შარონ ეიალისა და მისი შემოქმედებითი პარტნიორის, გაი ბეჰარის ნამუშევარია. წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის, GIFT-ის ფარგლებში იმართება.

დადგმა ადამიანის მეხსიერებას, დანაკარგსა და ცხოვრების გაგრძელებას ეხება. სპექტაკლი შარონ ეიალის დედის ხსოვნას ეძღვნება და ემოციებს მოძრაობის, მუსიკისა და სცენური განათების საშუალებით გადმოსცემს.

წარმოდგენაში რვა მოცეკვავე მონაწილეობს. მუსიკის ავტორია ორი ლიხტიკი.