10 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში ქართული ნაციონალური ბალეტის წარმოდგენა „საქართველოს ცეცხლი“ გაიმართება.

საკონცერტო პროგრამა ადგილობრივი დროით 20:00 საათზეა დაგეგმილი.

მაყურებელს ქართული ხალხური ცეკვების მრავალფეროვანი პროგრამა, ენერგიული ქორეოგრაფია და ეროვნული ტრადიციებით შთაგონებული სანახაობა ელოდება.

წარმოდგენა ქართული კულტურისა და საცეკვაო ხელოვნების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობას ემსახურება.